ბელარუსში, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი ჯერ არ არის შეშფოთების მიზეზი - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ თეთრი სახლი ყურადღებით ადევნებს თვალს პუტინის გადაწყვეტილებას ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე და ამბობს, რომ შტატები ჯერჯერობით ვერ ხედავს რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.

ენტონი ბლინკენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მზად არის დაიცვას ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.

„რაც შეეხება თავად ბელარუსს - ეს არის ლუკაშენკოს უპასუხისმგებლო და პროვოკაციული არჩევანის კიდევ ერთი მაგალითი, ქვეყნის სუვერენიტეტის კონტროლის დათმობა ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, პუტინმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი ნაწილი უკვე ბელარუსშია.

თავის გამოსვლაში პუტინი კიდევ ერთხელ დაემუქრა ნატოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი