იწვის "ლეოპარდები", ზუსტად ასე დაიწვება F-16-ებიც - პუტინი

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინი ისევ მსოფლიოს დაშინებას ცდილობს. პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებულად დიდხანს ილაპარაკა მსოფლიო პოლიტიკის, რუსეთის ეკონომიკისა და უკრაინაში ომის შესახებ. გააკეთა ბევრი განცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის და მოწინააღმდეგეებისთვისაც.

პუტინმა კიდევ ერთხელ არ გამორიცხა ატომური იარაღის გამოყენება და ამის წინაპირობებიც დაასახელა და განმარტა როგორ აპირებს იმოქმედოს იმ შემთხვევაში თუ კიევი მართლაც მიიღებს დასავლეთისგან F-16 ტიპის გამანადგურებლებს. 

ნატო რა თქმა უნდა ჩართულია ამ ომში. როგორ შეიძლება ეს ეჭვს იწვევდეს, როდესაც უკრაინაში შეიარაღება ჩადის. მათ შორის, მძიმე ტექნიკა. ახლა კიდევ თვითმფრინავების მიწოდება განიხილება. ახლა ზოგიერთ მონაკვეთზე არის უკრაინელების შეტევის მცდელობა 5 ტანკის მხარდაჭერით, ზოგგან 2 ტანკის მხარდაჭერით, ეს ტანკები იწვის და მათ შორის, "ლეოპარდებიც". ზუსტად ასე დაიწვება F- 16-ებიც. თუ ეს თვითმფრინავები განთავსდება უკრაინის საზღვრებს გარეთ და იქიდან შეგვიტევენ, მაშინ, ჩვენ განვიხილავთ სად და როდის დავარტყათ ამ თვითმფრინავებს. ასე, რომ ნატოს კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა ამ კონფლიქტში სერიოზულ შედეგებს მოიტანს.

ბირთვული იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ საფრთხე შეექმნება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ანუ, რუსეთის სახელმწიფოს არსებობას. ბირთვული იარაღი სწორედ ამისთვის იქმნებოდა, თუმცა ჩვენ ამის აუცილებლობა ახლა არ გვიდგას. ჩვენ ეს იარაღი გაცილებით მეტი გვაქვს ვიდრე ნატოს ქვეყნებს" ამბობს აგრესორი პუტინი.  

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი