
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები გამოააშკარავა, სადაც ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობას "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იკავებს.
ვანო ზარდიაშვილი "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. ორგანიზაციის ცნობით, მის დაქვემდებარებში, როგორც ელექტროსისტემების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, ორი დეპარტამენტია - იურიდიულ საკითხთა და სემეკ-თან ურთიერთობისა და გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტი.
ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული. კერძოდ:
თამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი ვანო ზარდიაშვილის ცოლის, თინათინ აბრალავას ძმის, გრიგოლ აბრალავას, ცოლია.
გიორგი კიკნაძე სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის მოადგილეა. როგორც ცნობილია, ვანო ზარდიაშვილი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა.
გიორგი კვარაია სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.
სალომე დათუაშვილი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია.
გიორგი მიქაუტაძე და ვანო ზარდიაშვილი კურსელები და ახლო მეგობრები არიან. გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ გავლენიან მოსამართლეთა შორის, რომლებიც ზარდიაშვილს პარლამენტის ეზოს სკვერში ხვდებოდა. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის" გახდა ცნობილი ნიკა მიქაუტაძე, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული, იგი სოციალური საკითხების მართვის სამსახურის უფროსია.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" გახდა ცნობილი, იგი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.
"ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევების გაანალიზებით ნათელია, რომ ზარდიაშვილი დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს სასამართლოს გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ, ნეპოტიზმი რჩება შემაშფოთებელ პრაქტიკად, რომელიც ძირს უთხრის მერიტოკრატიას, სამართლიანობასა და საზოგადოების ნდობას საჯარო უწყებების მიმართ," - აცხადებს ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო.
2016-2019 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" პარტიული სიით. როგორც TI აღნიშნავს, სწორედ ამ წლებში გაიზარდა ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად.
აღნიშნული კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.