ენტონი ბლინკენი პეკინში სი ძინპინის ხვდება

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინის ხვდება. შეხვედრა, აშშ-მ საჯაროდ მხოლოდ მის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დააანონსა.

"ორმა მხარემ მიაღწია პროგრესს და მიაღწია შეთანხმებას კონკრეტულ საკითხებზე. ეს ძალიან კარგია", - თქვა ბლინკენთან საუბრისას სი ძინპინმა.

ჩინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ბლინკენი თავისი ვიზიტით "მეტ წვლილს შეიტანს აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში" და აღნიშნა, რომ "სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედება ყოველთვის უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობაზე".

ბლინკენი ჩინეთში გუშინ, 18 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ის აშშ-ს პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში პეკინს ეწვია. როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, შეხვედრის მთავარი მიზანი აშშ-ჩინეთს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციაა.

ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ჩინეთის ურთიერთობები დაძაბული იყო სხვადასხვა საკითხების გამო, მათ შორის, სავაჭრო კონფლიქტების, ადამიანის უფლებებისა და ტაივანის გამო.

ექსპერტები ამბობენ, რომ შეხვედრაზე არცერთი მხარე ელოდება რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი