
"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 28 ივნისისთვის გადაიდო. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
პარტიის წევრებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. პოლიციამ ისინი მარტის აქციებზე დააკავა, თუმცა მოგვიანებით 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. დაცვის მხარე ამბობს, რომ სხდომებზე შესაბამისი მტკიცებულებები ბრალდებამ ვერ წარმოადგინა.
შეგახსენებთ, დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა ჯაფარიძე და მოსიაშვილი სცემეს, რის შედეგადაც მოსიაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, ხოლო ჯაფარიძეს თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა.