
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ლავროვის შვილის ქორწილის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესი. მოსამართლე პოლიციელებს კითხავს, რომლებმაც ყვარელში ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები იმის გამო დააკავეს, რომ სანქცირებული ლავროვის შვილის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სხდომაზე ნიკა ნარსიას შემთხვევაში მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვეს, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სამოალაქო აქტივისტი რეპლიკის გამო მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
"ვუთხარი, ეს არის ცირკი და თქვენ რომ არ შემოგეშვათ ლავროვის ოჯახი საქართველოში, არაფერი არ მოხდებოდა საერთოდ", - ამბობს ნარსია.
ავტორი: ია გულიაშვილი