პოლიტიკური მართლმსაჯულება და უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი. ნიკა გვარამიას გახმაურებული საქმის განხილვა საქართველოში დასრულებულია. "ქართული ოცნების" დაკვეთა სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამაც წარმატებით შეასრულა და "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა.
უზენაესმა სასამართლომ ბოლომდე გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ვადები და ხელოვნურად პროცესის გაჭიანურების შემდეგ ადვოკატების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ნიკა გვარამია კვლავ პოლიტიკური პატიმარია.