ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებაზე მოხსენებას წარუდგენს

გამოქვეყნდა:

ევროკომისია დღეს და ხვალ ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულება-არშესრულებაზე მოხსენებას წარუდგენს. შეხვედრები ბრიუსელსა და სტოკჰოლმში გაიმართება.

როგორც ცნობილია, ეს არ იქნება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის მოხსენება და ორივე შეხვედრაზე იქნება პოლიტიკური შეფასებებიც, მათ შორის იმაზეც, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო და აქვს თუ არა ქვეყანას  პროგრესი ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

"ამ კვირას იქნება ორი ზეპირი ასე ვთქვათ, ბრიფინგი - ბრიუსელში ელჩებისთვის და სტოკჰოლმში მინისტრებისთვის, მოხსენება, საკმარისად ამომწურავი მოხსენება, რა პუნქტები სრულდება, რა პუნქტები არ სრულდება, რა ხდება პოლიტიკურად, როგორი მიმართულებით მიდის ქვეყანა, მიდის თუ არა პუნქტების შესრულების მიმართულების მხრივ თუ უკან იხებს. მოხსენება იქნება არა მარტო ტექნიკური, არამედ ასევე პოლიტიკური. უმნიშვნელოვანესი ეტაპია, იმიტომ, რომ გადაეცემათ ელჩებს და შემდეგ მინისტრებს სრული ევალვაცია, სრული შეფასება", - ამბობს  ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მრჩეველი, თამარ  გუგულაშვილი.

ოქტომბერში ევროკომისია შეფასების დეტალურ ანგარიშს წარადგენს, რომელიც საფუძვლად დაედება დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას - რომლითაც ცნობილი უნდა გახდეს მიიღებს თუ არა საქართველო  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი