ბაიდენი პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას რეალურს უწოდებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარა "რეალურია". შაბათს, ბაიდენმა პუტინის განცხადებას, რომ რუსეთმა ბელარუსში თავისი პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსა, "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო" უწოდა.

"როდესაც აქ ვიყავი დაახლოებით ორი წლის წინ და ვამბობდი, რომ ვნერვიულობდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია", - განაცხადა ბაიდენმა ორშაბათს კალიფორნიაში. 

ცნობისთვის, გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყეს. ლუკაშენკოს მტკიცებით, იარაღის ნაწილი სამჯერ უფრო ძლიერია იმ ატომურ ბომბებზე, რომლებიც აშშ-მა 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოაგდო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი