RSF: კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეიწყალოს ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ორგანიზაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეიწყალოს ნიკა გვარამია.

"სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა გვარამიას სარჩელი, რომელსაც პოლიტიკური პროცესი გამო  სამ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. RSF კვლავ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების შესახებ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი დასაშვებად არ მიიჩნია და მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი