12 წელი ომიდან - მთავარსარდალი დუმს, ხელისუფლება წერილებს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს წერილებით ეხმაურებიან.

ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე არ მისულან. ქვეყნის მთავარსარდალს კი სხვა პირველი პირებისგან განსხვავებით სოციალურ ქსელშიც არაფერი დაუწერია.

ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყების თარიღად აღიარებს იმ თარიღს, რომელსაც რუსეთი - 8 აგვისტოს.

პრემიერის აპარატისა და სხვადასხვა სამინისტროს პრესსამსახურებმა წინასწარ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების პირველი პირები რუსეთის სამხედრო ინტერვენციას 7 აგვისტოს მხოლოდ წერილობით გამოეხმაურებოდნენ, ხოლო ხვალ, 8 აგვისტოს ისინი უკვე მუხათგვერდში ავლენ და დაღუპული ჯარისკაცებს მიაგებენ პატივს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი