რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს. მისი მტკიცებით, კიევი აპირებს HIMARS-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებას.
"ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა გეგმავს დარტყმას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ყირიმის ჩათვლით, Himars-სა და Storm Shadow რაკეტებით.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში და გამოიწვევს დაუყოვნებელ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე", - თქვა შოიგუმ.
მისივე თქმით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი მოქმედებების მცდელობას სამხრეთ დონეცკის, ზაპოროჟიეს და დონეცკის მიმართულებით. შოიგუმ თქვა, რომ 4 ივნისიდან უკრაინის ძალებმა 263 თავდასხმა განახორციელეს რუსეთის პოზიციებზე.