"ქვეყანა, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი... საქართველო დღეს EU-სკენ არ მიდის", - ამის შესახებ ამერიკელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი ენ ეპლბაუმი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი", ნათია გოგსაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები (და ეს მხოლოდ სააკაშვილი არ არის), ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ეს აჩვენებს, რომ ამ მთავრობას არ სურს ცივილიზებული სამყაროს წევრობა, ევროკავშირში ან ნატოში შესვლა. თუმცა, უფრო საწყენი ის არის, რომ ქვეყანას, რომელიც ამდენი წელი იბრძოდა, რათა უფრო დემოკრატიული, ღია საზოგადოება ყოფილიყო და ბევრ წარმატებას მიაღწია ამ გზაზე, ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ყველა ამ წარმატებას ძირს უთხრის.
შესაძლოა, საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც თვლის, რომ ეს უბრალოდ ერთი მიხეილ სააკაშვილის ან ერთი დამოკიდებელი არხის ხელმძღვანელის პრობლემაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველას პრობლემაა, რადგან ეს საფრთხის ქვეშ აყენებს კანონის უზენაესობას ქვეყანაში და ყველა ადამიანი საფრთხეშია. ამიტომ, მოსაზრება, რომ არ ჩაერევი პოლიტიკაში და სახლში იჯდები შენთვის, არასწორია. როდესაც აქტივისტებზე და ხმამაღლა მოლაპარაკე ადამიანებზე ასეთი შეტევა ხდება, ეს ყველას პრობლემაა...
დიახ, ქვეყანა, რომელსაც ჰყავს პოლიტპარიმრები, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველო დღეს ისეთ გზაზე დგას, რომელიც ევროკავშირისკენ არ მიდის. სამწუხაროა, რომ ქვეყანამ, რომელიც ლიდერი იყო, ახლა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, - ამბობს ენ ეპლბაუმი.