"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება:
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ახლახანს შეიწყალა ოპოზიციური არხის, "მთავარი არხის" დირექორი, ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია ციხეში 2022 წლის მაისიდან იყო. RSF მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ელოდა", - წერს ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.