"მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას..." | თომას ჰაკერი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი ნიკა გვარამიას შეწყალებას Twitter-ზე ეხმაურება და წერს:

"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ეს დიდი შვებაა მისთვის, მისი მეუღლისა და საყვარელი ადამიანებისთვის. მისი ციხეში ყოფნა სრულიად გაუმართლებელი იყო", - წერს ჰაკერი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი