"პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა" | ლექსმანი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება:

"ეს გულწრფელად მისასალმებელი სიახლეა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა. ნიკა გვარამიას პატიმრობა სამართლიანობის დაცინვა იყო", - წერს ის.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი