ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.
"ძალიან, ძალიან კარგი ამბავი საქართველოდან! პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ჟურნალისტი და ჩვენი მეგობარი ნიკა გვარამია", - წერს ჰარმსი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.