სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ეხმაურება.
"მივესალმებით ცნობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტი ნიკა გვარამია შეიწყალა", - წერს CPJ.
აქვე, CPJ-ის ევროპისა და აზიის პროგრამის კოორდინატორი გულნოზა საიდი წერს: „მოხარულები ვართ, ნიკა გვარამიას შეწყალების გამო. ის არასოდეს უნდა ყოფილიყო ციხეში და მისი პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა პრესის თავისუფლებისადმი ქვეყნის სავარაუდო ერთგულებას".
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.