"ნიკა გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე" | არახამია

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას უკრაინის რადას ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

''მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.

ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.

ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას", - წერს არახამია. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი