აძლიერებს ჟურნალისტების უფლებების დაცვის მნიშვნელობას - ECPMF ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება  პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF). ორგანიზაცია აცხადებს, რომ შეწყალების ამ აქტს მოაქვს იმედი საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით.

"მართლმსაჯულების ამ აქტს მოაქვს იმედი პრესის თავისუფლებისთვის საქართველოში და აძლიერებს ჟურნალისტების უფლებების დაცვის მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მან ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა. ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე ღამით დატოვა. მას საპატიმროსთან და "მთავარ არხში" ათობით გულშემატკივარი და თანამშრომელი ელოდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი