სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - კლეიტონი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი "მთვარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება. 

"მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - წერს კლეიტონი.

ცნობისთვის, 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მან ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა. ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე ღამით დატოვა. მას საპატიმროსთან და "მთავარ არხში" ათობით გულშემატკივარი და თანამშრომელი ელოდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი