ესტონეთის ელჩი საქართველოში, რინა კალიურანდი "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება:
"ესტონეთი მიესალმება გადაწყვეტილებას და მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის გზაზე".
შეწყალებას გამოეხმაურა საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი, რომელმაც გადაწყვეტილებას დადებითი და მისასალმებელი უწოდა:
ცნობისთვის, 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მან ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა. ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე ღამით დატოვა. მას საპატიმროსთან და "მთავარ არხში" ათობით გულშემატკივარი ელოდებოდა.