დასავლური სანქციების გამო, მოსკოვში დაგეგმილი საჰაერო შოუ, სავარაუდოდ, ჩაიშლება

გამოქვეყნდა:

მოსკოვში, სავარაუდოდ, ჩაიშლება ივლისში დაგეგმილი საჰაერო შოუ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახალი სამხედრო თვითმფრინავების ჩვენებისა და საჰაერო კოსმოსური კონტრაქტებისთვის მოლაპარაკების მთავარი შესაძლებლობა იყო. 

ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ი თავდაცვის კონგლომერატის, Rostec-ის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორზე, ვიქტორ კლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, შოუ "დიდი ალბათობით" წელს არ გაიმართება.  

კლადკოვს ღონისძიების შესაძლო გაუქმების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსული მედია წერდა, რომ ეს დასავლურმა სანქციებმა გამოიწვია. სადამსჯელო ზომებმა გავლენა მოახდინა საერთაშორისო პარტნიორობასა და მწარმოებლებისთვის ნაწილების მიწოდებაზე.

კიდევ ერთი ვერსიით, კრემლსა და მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების ფონზე, არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი