"რატომ დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას ამდენი ხანი?!" | კუბილიუსი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"რატომ დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას ამდენი ხანი?!", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

რა თქმა უნდა, ეს კარგი გადაწყვეტილებაა და მე მინდა მივულოცო როგორც ნიკა გვარამიას, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და მთელ ქართულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ამას ექნება დადებითი გამოხმაურება დასავლეთში და ბევრი განცხადება უკვე გაკეთდა კიდეც. თუმცა, მე მაქვს ერთი შეკითხვა: რატომ დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას ამდენი ხანი. მე იმედი მაქვს, რომ ეს იყო გულწრფელი გადაწყვეტილება იმის გააზრებით, რომ ბატონ გვარამიას ციხეში ჩასმა შეცდომა იყო. მე არ მინდა, რომ ამას ჰქონდეს ვაჭრობის სახე და ვინმეს ეგონოს, რომ გვარამიას გათავისუფლების სანაცვლოდ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს საქართველომ. 

რაც შეეხება ოლიგარქების გავლენას, ოლიგარქების გავლენა მუდმივი ფენომენი არ არის. საბოლოო ჯამში, მოქალაქეები თავიდან იცილებენ ასეთ ოლიგარქებს და იგივე მოხდება საქართველოშიც. ბიძინა ივანიშვილს ეს უნდა ესმოდეს. თუ ის შეეცდება, რომ ბოლომდე ჩაეჭიდოს თავის ძალაუფლებას, მაშინ მისი დასასრული იქნება უფრო მტკივნეული მისთვისვე, - ამბობს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი