"ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო" | ALDE

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო", - ეს განცხადება სოციალურ ქსელში ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) თანაპრეზიდენტმა, ილან კლიუჩუკმა გააკეთა.

"საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწერა! ნიკა გვარამიას პატიმრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევა იყო, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნისთვის და აყვავებული დემოკრატიისთვის", - წერს ის.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი