ნიკა გვარამიას გათავისუფლება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში | საერთაშორისო გამოხმაურებები

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის პოლიტიკური სვლა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლება მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. "მთავარი არხის" დამფუძნებლის შეწყალებას გავლენიანი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

"საქართველო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროპულ გაერთიანებას" - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელზეც დიპლომატები და ევროპელი ლიდერები აკეთებენ აქცენტს. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ევროპარლამენტარებისთვის, რომელებმაც პრეზიდენტისგან პირობა ჯერ კიდევ მაისის ბოლოს მიიღეს, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა ევროპარლამენტს მიმართა.

ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს გაბედული ნაბიჯი მოუწონა, შარლ მიშელი იყო. 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ უკვე გადადგმულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი