"ნიკა გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის" | Amensty International

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება "პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის".

"პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება და გათავისუფლება პოზიტიური ნაბიჯია და მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის... თუმცა, ღრმად შემაშფოთებელია, რომ ოპოზიციური ტელეარხის დირექტორი  შეიძლებოდა ოდესმე უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაეპატიმრებინათ", - წერს ორგანიზაცია.

ამასთან ერთად, ორგანიზაცია წერს, საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს ადამიანის უფლებების დაცვის რეფორმები, როგორაა მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის ნაწილი.

"მიუხედავად ამისა, ეს ვალდებულებები გამოხატვის თავისუფლების მზარდი ხელყოფის ფონზე შესრულებელია. რაც აშკარა იყო [საქართველოს პარლამენტის] ბოლო მცდელობაში, მიეღო კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20 ან მეტ პროცენტს  საზღვარგარეთიდან იღებდნენ დაერეგისტრირებინათ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები", - წერს ორგანიზაცია.

როგორც ორგანზიაცია წერს, საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს "კრიტიკული ხმების" გაჩუმებას და სანაცვლოდ უზრუნველყოს ადამიანის ყველა უფლება, მათ შორის გამოხატვის და თავისუფალი პრესის უფლების ჩათვლით".

 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი