საქართველო სანქციების საფრთხის წინაშე | თბილისში სანქციების კომისიის ხელმძღვანელები ჩამოდიან

გამოქვეყნდა:

სანქციების ახალი პაკეტი დამტკიცებულია და საქართველოს ამჯერად გაუმართლა. "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხშირი კრიტიკისა და კითხვის ნიშნების მიუხედავად, ევროპულმა ქვეყნებმა არ ჩათვალეს საჭიროდ და შესაძლებლად სანქცირებულთა სიაში საქართველოს, ან ქართული კომპანიების შეყვანა.

თუმცა ალბათობა დიდი იყო - რუსეთისთვის დახმარებაში ქვეყანას უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ - ეს ბრალდებები ჯერჯერობით ირიბია, მაგრამ რამდენიმე დღეში, შესაძლოა, რეალობა შეიცვალოს. თბილისში შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციებზე მომუშავე კომისიების ხელმძღვანელები ერთდროულად ჩამოდიან და სავარაუდოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მათ ხელთ არსებულ ფაქტებს გააცნობენ.

ავტორები: ნათია გოგსაძე, ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი