"ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობას EU-ში გაწევრიანების მიზანთან დააახლოებს" | სახდეპი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და საქართველოს მოსახლეობას EU-ში გაწევრიანების მიზანთან დააახლოებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ მილერი Twitter-ზე წერს.

 "შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ჟურნალისტ ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან დააახლოებს", - წერს სახდეპის წარმომადგენელი, მეთიუ მილერი.

 შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი