"შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდება" | რუსეთის ФСБ-მ პრიგოჟინის განცხადებებზე საქმე აღძრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა. 

გარდა ამისა, რუსული პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости Telegram არხზე წერს, რომ პრიგოჟინის განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის ФСБ-მ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე აღძრა.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი მოუწოდებს პრიგოჟინს დაუყონებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. 

შეგახსენებთ, რომ პრიგოჟინი რუსულ არმიას "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. 

"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად... ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას.. შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა მან.

პრიგოჟინის ბრალდებას რუსეთის თავდაცვის  უარყოფს და ამტკიცებს, რომ  "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამება". 

გაათენე საქართველოსთვის | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი