"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, როცა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. მისივე აზრით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო. 

"შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე....ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტმა საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები," - განაცხადა კობახიძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი