
შინაგან საქმეთა სამინისტრო "დარიალზე" არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.
უწყების განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ "დარიალ" - ზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.
ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ითხოვს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და დროებით საზღვრის ჩაკეტვას. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მოწოდებას სისულელე უწოდა. იხილეთ ასევე: