პრიგოჟინი ამბობს, რომ აკონტროლებენ როსტოვის ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის" დამფუძნებელთან დაკავშირებული ტელეგრამ არხები ავრცელებენ ვიდეოს, რომლის მიხედვითაც, ევგენი პრიგოჟინი "აწარმოებს მოლაპარაკებებს" თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ალექსეევთან.

პრიგოჟინი ევკუროვს აცნობებს, რომ "ვაგნერელებმა" მესამე ვერტმფრენი ჩამოაგდეს და "გაგზავნის შემთხვევაში ყველაფერს ჩამოაგდებენ". ევკუროვი ამ სიტყვებზე ხვნეშის. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ძნელად გასარკვევ ფრაზას წარმოთქვამს, წინადადება მთავრდება სიტყვებით - "მოდით ვიფიქროთ რა ვქნათ".

საპასუხოდ პრიგოჟინი ამბობს, რომ ადგილზე გენშტაბის უფროსის და სერგეი შოიგუს ნახვა უნდა. 

"სანამ ისინი აქ იქნებიან, ჩვენ ვბლოკავთ ქალაქ როსტოვს და მივდივართ მოსკოვში", - ამბობს პრიგოჟინი.

ცოტა ხნის შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ის შტაბშია და რომ დილის 7:30 საათია. მისი თქმით, აკონტროლებენ როსტოვის სამხედრო ობიექტების, მათ შორის აეროდრომს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი