მედია: როსტოვში, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან აფეთქებები მოხდა

გამოქვეყნდა:

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ როსტოვში, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა. 

RT-ის კორესპონდენტმა, რომან კოსარევმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ადამიანები გარბიან შემთხვევის ადგილიდან და ასევე იტყობინება აფეთქების შემდეგ სროლის შესახებ. 

"სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში იყო გაურკვეველი სროლა (სხვა წყაროების მიხედვით, აფეთქება), ისინი ავრცელებენ ინფორმაციას ადგილიდან", -  დააზუსტეს მოგვიანებით პორტალის ჟურნალისტებმა.

კონკრეტულად რა მოხდა, გაურკვეველი რჩება.

"ვაგნერმა" დილით განაცხადა, რომ მათი კონტროლის ქვეშაა სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი