ТАСС: "აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს"

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, "აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე", - ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონის ე.წ "უსაფრთხოების საბჭოს" სხდომაზე იქნა მიღებული. 

სხდომაზე რეგიონის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრი გუნბა ე.წ უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელებს შეხვდა.

დე ფაქტო შსს-ს დაევალა "საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების ოპერატიულად გატარება. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს" კი დაევალა "დაუკავშირდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სპეციალური ოპერაციის ზონაში" იმყოფებიან. რაც შეეხება ე.წ "თავდაცვის სამინისტროს" მათ დაევალათ მეშვიდე სამხედრო ბაზის წარმომადგენლებთან და რუსეთის საზღვრის გუშაგებთან მუდმივი კონტაქტი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში დაძაბულობაა. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად... ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას... შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა მან.

პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამებოდა".  

სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მ და თქვა, რომ მიზეზი "შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა". მოგვიანებით, პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პროკურატურამაც აღძრა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, "ვაგნერი" აკონტროლებს როსტოვს და ვორონეჟს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი