რუსეთის პროკურატურამ პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის გენერალური პროკურატურა პრიგოჟინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრიგოჟინის ქმედებებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა. არსებული ინფორმაციით, დანაშაული 12-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"2023 წლის 23 ივნისს, რუსეთის ФСБ-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა კანონიერად და გონივრულად აღძრა სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინ ე.ვ.-ს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ფაქტზე" - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სიტუაცია რუსეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. 

"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად... ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას... შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა მან.

პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამება".  

სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მ და თქვა, რომ მიზეზი "შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი