
"ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან" - საპროტესტო აქციამ მსვლელობით ტურისტულ უბნებში გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია რომ რუს ტურისტებს დისკომფორტი შეუქმნან.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სტუდენტების ორგანიზებით დაიწყო.
აქციაზე სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაწესდეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი და გაამკაცრონ რუსი მიგრანტების ნაკადის შემოდინება.
შეგახსენებთ, რომ საზღვრის ჩაკეტვა ოპოზიციის ნაწილმაც მოითხოვა, თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, აღნიშნულს სისულელე უწოდა.