რუსული მედია სანქტ-პეტერბურგში, პრიგოჟინის ოფისის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ფოტოებს ავრცელებს. ჩანს ოქროს ზოდები და პასპორტი პრიგოჟინის ფოტოთი, ვლადიმერ ბობროვის სახელით.
ჩხრეკა "ვაგნერის" ხელმძღვანელის ოფისში დღეს ჩატარდა, სადაც ასევე დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩინეს. პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ 4 მილიარდი რუბლი მისია და დაქირავებული მებრძოლების ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი.
შეგახსენებთ, პრიგოჟინმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა. მისი მებრძოლები ტოვებენ ქალაქ როსტოვს. უცნობია რის სანაცვლოდ მიიღო მან უკან დახევის გადაწყვეტილება.