ნიდერლანდების ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

რუსეთში მომხდარი სამხედრო არეულობის გამო, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

სამინისტროს გავრცელებული განცხადების თანახმად, მიზეზი "რუსეთში უსაფრთხოების რეჟიმის გამკაცრება და არაპროგნოზირებადობის მაღალი ხარისხია". საგარეო ასევე მოუწოდებს ნიდერლანდების მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლებელია დაიწყოს "არეულობა დიდ ქალაქებში".

განცხადების თანახმად, "ნიდერლანდების მოქალაქეებმა, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, მოგზაურობენ ან იმყოფებიან რუსეთში, უნდა იცოდნენ, რომ ისინი შესაძლოა რუსეთის ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთის ჯარში საბრძოლველად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი