რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა და ამ ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა - ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ -საქართველოს ომში ტრადიციულად წინა ხელისუფლების პირველ პირებს და მაშინდელ პრეზიდენტს ადანაშაულებს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც გმირი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მივიდა, "მთავარ არხსა" და ტელეკომპანია "ფორმულას" დაესხა თავს და გაიმეორა ის, რაც არაერთხელ უთქვამს - "ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვეს ომში".
ღარიბაშვილმა "მთავარ არხს" და "ფორმულას" დღეს "პუტინისტებიც" უწოდა - "თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში"
შეგახსენებთ, რომ იგივე შინაარსის განცხადება გუშინ, 7 აგვისტოს, ომის დაწყებიდან 12 წლისთავზე პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძეს დედაქალაქის მერიც დაეთანხმა - 2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს - გაიმეორა კალაძემ. განცხადება მანაც მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა