ექსპერტიზის ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის შესწავლა დაიწყო

გამოქვეყნდა:

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილური ტელეფონის შესწავლა დაიწყო. პროცესს ესწრებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატი.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი გოგონას ტელეფონი მის თვალწინ, 22 ივლისს, ჯერ კიდევ მაშინ დალუქეს, როდესაც ბაჩალიაშვილის ცხედარი მისივე მანქანაში იპოვეს. რამიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მობილურთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ტელეფონის მონაცემებიუ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მისივე თქმით, ის ყურადღებით დააკვირდება პროცესის მიმდინარეობას და  კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად ისაუბრებს.

მობილურისგან განსხვავებით, ადვოკატს ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერიდან ამოღებული და გასაჯაროებული ინფორმაცია აეჭვებს.

მიხეილ რამიშვილს ექპსრტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი დალუქული არ დახვდა. მან ამის შესახებ განცხადება 29 ივლისს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 23 წლის პროგრამისტი დაკარგვამდე ინტერნეტში "თვითმკვლელობის მეთოდებს" ეძებდა. ასევე შსს-ს ინფორმაციით, ბაჩალიაშვილს ეკუთვნის ის წერილიც, რომელიც მანქანაში სამართალდამცველებმა მისი პოვნის დღეს, 22 ივლისს აღმოაჩინეს და სადაც ბანკის ანაბარზე წერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი