ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ფინეთი სასაზღვრო უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ქვეყნებმა კოორდინირებული და გაძლიერებული სასაზღვრო კონტროლის ზომები შემოიღეს.
მოკავშირეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ "ვაგნერის" დაჯგუფების ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი თავს ბელარუსს შეაფარებდა.
"ჩვენ გავაძლიერეთ საზღვრები - საზღვარი ბელარუსთან და კონისბერგის რეგიონში. ჩვენთვის ცნობილია საფრთხეების შესახებ. ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვუმკლავდებოდით პოლონეთის საზღვარზე ჰიბრიდულ თავდასხმებს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მარიუს ბლაშჩაკმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ნატოს მოუწევს აღმოსავლეთის ფლანგის "გაძლიერება", თუ ბელარუსი ევგენი პრიგოჟინსა და მის ჯარებს შეიფარებს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ვითარებას დელიკატურს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ აპირებს დაახლოებით 4000 დამატებითი სამხედროს გაგზავნას ლიეტუვაში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.
დღესვე, პოლონეთის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოეთ საზღვარზე სამხედროები მოინახულეს.