"მოუთმენლად ველით, გავაძლიეროთ ძალისხმევა სანქციების თავიდან აცილების მიზნით"​​​​​​​ | აშშ-ის საელჩო ო’ბრაიენის ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოოდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში საელჩო წერს, რომ ო’ბრაიენი საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციების ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრებს: "ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება".

საელჩო წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტ თურნავასთან და გენ.პროკურორ შოთაძესთან. 

"ჩვენ მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და გავაძლიეროთ ძალისხმევა სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რადგან რუსეთი აგრძელებს სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ", - წერს აშშ-ის საელჩო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი