საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე, ბუდაპეშტმა, შესაძლოა, EU-სთან უკრაინის მოლაპარაკებები დაბლოკოს | იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნგრეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დასთანხმდებიან.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ანალიზში, იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველო უკრაინის და განსაკუთრებით მოლდოვის შემდეგაა ევროკავშირის პირობების შესრულების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მისივე თქმით, მართალია, ორივე ქვეყანა მზადაა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა უკრაინის განაცხადი უნგრეთმა, შესაძლოა, დაბლოკოს.

ევროკომისიის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ EU მიიჩნევს, რომ უკრაინამ შვიდი პრიორიტეტიდან ორი შეასრულა, მოლდოვამ - ცხრიდან სამი, ხოლო საქართველომ კი 12-დან მხოლოდ სამი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი