გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები, რომლებიც რუსეთს დავუწესეთ - მილერი

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, საქართველოში სანქციების უმაღლესი კომისიის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ შტატებს აშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები და ზომები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს.

მისი თქმით, უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად ეძებენ გზებს გაამკაცრონ სანქციები მათ მიმართ, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ირიბად თუ პირდაპირ ეხმარება.

"მე არ მინდა ამ დისკუსიაზე დეტალურად საუბარი. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები და სხვა ზომები, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ. ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სანქციების გამკაცრება ან მკაცრი ზომების შემოღება ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მათ თავიდან არიდებას ცდილობენ. მაგრამ ამასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება ," - ამბობს მილერი.

ცნობისთვის, საქართველოს გუშინ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ვიზიტში ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისადა ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი