ორბანს რუსეთში "ვაგნერის" აჯანყება უმნიშვნელო მოვლენად მიაჩნია

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის აჯანყება" არაა დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. ამ თემაზე მან უკრაინული მედიის ცნობით, Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ორბანი - ვერ ვხედავ ამ მოვლენაში დიდ მნიშვნელობას.

ჟურნალისტი - დიდი მნიშვნელობა არ აქვს?

ორბანი - დიახ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ რაც ხდებოდა რუსეთში "ეს არ არის მნიშვნელოვანი". 

უნგრეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ პუტინი კვლავ რუსეთის პრეზიდენტი გახდება. კითხვაზე შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ, მისი აზრით, რამდენად დასუსტებულია პუტინი, ორბანი პასუხობს:

"თუ ეს შეიძლება მოხდეს, მაშინ ეს აშკარა სისუსტის ნიშანია. მაგრამ როცა ეს კეთდება 24 საათში, ეს სიძლიერის ნიშანია. [თქვენ ფიქრობთ, რომ პუტინი ძლიერია?] თქვენ იცით, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტია. ასე რომ, თუ ვინმე ვარაუდობს, რომ ის შეიძლება დამარცხდეს ან ჩაანაცვლონ, მაშინ მათ არ ესმით რუსი ხალხისა და რუსული ძალოვანი სტრუქტურების".

ორბანმა თქვა, რომ მიმდინარე ომს ყოველთვის მშვიდობის კუთხით უყურებს და მიაჩნია, რომ მთავარია ზავის მიღწევა და მშვიდობის დამყარება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი