ბელარუსში "ვაგნერის" ბანაკები ჯერ არ შენდება - ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელარუსში "ვაგნერის" ბანაკები არ შენდება - აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას. მისი თქმით, პრიგოჟინის რაზმები ჯერჯერობით ლუგანსკის რეგიონში რჩებიან. 

„ჩვენ ჯერ არ ვაშენებთ ბანაკებს, მაგრამ თუ უნდათ, განვათავსებთ. ახლა ისინი ლუგანსკში იმყოფებიან თავიანთ ბანაკებში“, - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ვაგნერელებს მიტოვებული ტერიტორიის ნაწილი შესთავაზეს დასაბანაკებლად და ეხმარებიან "როგორც შეუძლიათ".

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ვაგნერელების ბანაკები შენდება, უკრაინამაც უარყო.

ცნობისთვის, ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში დღეს ჩავიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი