იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით, სადაც ის საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ჰააგაში მიმდინარე პროცესზე გავლენა ვერ ექნება. მისივე განმარტებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამონათქვამებს იურიდიული ძალა არ აქვს. ბურჯალიანი ზურაბიშვილის განცხადებებს შინაარსობრივადაც აფასებს:
ეს არის სამარცხვინო. ჩვენთვის, როგორ სახელმწიფოსთვის ეს არის სირცხვილი, ავირჩიეთ თუ რაღაცნაირად აღმოჩნდა პრეზიდენტის პოსტზე ადამიანი, რომელსაც მსგავსი განცხადებები აქვს გაკეთებული და გააგრძელა იგივე რიტორიკა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა.
თინა ბურჯალიანი გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას ამბობს, არც ერთი მიუკერძოებელი და პროფესიონალური საერთაშორისი სამართლებრივი უწყება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მტკიცებულებად არ მიიღებს და სწორედ ასეთია ჰააგის სასამართლო.
ეს არის ანგაჟირებული პოლიტიკოსის განცხადება...ვერაფერს შეცვლის სამართლებრივად, არ არსებობს მტკიცებულება რომელიც ჩვენი მხარიდან ომის დანაშაულის ჩადენას და მოსახლეობაზე თავდასხმას დაადასტურებს. პირიქით, სამხედრო მოქმედებების განხორციელება ქართული მხარის მხრიდან გახდა საჭირო მოქალაქეების დასაცავად