ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო მესიჯი, რომ - "ნატო არის იმისათვის, რომ დაიცვას ყველა მოკავშირე, ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი".
ნატოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას წევრები რუსეთისა და ბელარუსიისგან და რომ "ვაგნერის" აჯანყებასთან დაკავშირებული მოვლენები რუსეთის შიდა საკითხია.
ამ თემაზე მან სამშაბათს, ჰააგაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ნატოს შვიდი ქვეყნის ლიდერებთან ერთად.
ჟურნალისტებმა იკითხეს უსაფრთხოების საკითხებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას "ვაგნერის" მეთაურის ევგენი პრიგოჟინისა და მისი ძალების ბელარუსში გადაყვანისას, ყველა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა.