"რუსეთში ხანმოკლე აჯანყების შემდეგ პუტინი აშკარად დასუსტდა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუბრობს და პრიგოჟინის არშემდგარ ამბოხს ეხმაურება.
CNN წერს, რომ ე იყო ბაიდენის საბოლოო კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა "ვაგნერის" დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ რუსეთის ლიდერის მდგომარეობაზე. გამოცემის ცნობითვე, "ბაიდენი და მისი გუნდი ფრთხილობდნენ მოვლენების კომენტირებისას, უფრთხილდებოდნენ პუტინის საბაბს მის განდევნის მიზნით დასავლური შეთქმულების განსამტკიცებლად".
მანამდე, ბაიდენმა განცხადა მხოლოდ ის, რომ "პრიგოჟინის ამბოხი იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და NATO არ იღებდნენ მონაწილეობას".
შეგახსენებთ, 24 ივნისს სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერი აჯანყდა და მოსკოვისკენ მიიწევდა, თუმცა,
ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, მოლაპარაკებების შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "რუსების სისხლს არ დაღვრის" და აჯანყება შეაჩერა.
ამის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა, რაც გუშინ ლუკაშენკომ დაადასტურა.